ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა, ეს რევოლუციური გარღვევა იყოს” – თენგიზ ცერცვაძე უმნიშვნელოვანეს სიახლეს აანონსებს

შესაძლოა რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძემ კორონავირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლე დაანონსა.

„სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან.

მონოკლონური ანტისხეულები, რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.

კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....