“ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ბექაური მემუქრებოდა კიდეც და მეუბნებოდა, რა მომივიდოდა მეჭიაურის წასვლის შემდეგ. მთხოვდა ინფორმაციას, თუ სად გადაადგილდებოდა ბატონი თამაზი, რას ვაკეთებდით და რას ვგეგმავდით სამომავლოდ. მიმიყვანა იმ ზომამდე, რომ თვითმკვლელობა ვცადე.”
გიორგი ხუმარაშვილი – თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი
გიორგი ხუმარაშვილი თვითმკვლელობამდე მიყვანაში თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაურს ღიად ადანაშაულებს.
ცნობისთვის, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კომიდან 23 სექტემბერს გამოვიდა.