ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდგინდა

თეთრი სახლის პრესმდივანს, კაილი მაკკენანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მაკკენანი Twitter-ზე წერს.

მაკკენანის თქმით, მას პირველადი ტესტირებით ვირუსი არ გამოუვლინდა. მოგვიანებით მან მეორე ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხიც დადებითი იყო.

პრესმდივნის თქმით, ის უსიმპტომო პაციენტია. მაკკენანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც კლინიკიდან დღეს გამოწერეს.

 

იტვირთბა....