გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკა “იავნანას”, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტებს კვლავ იგივე სიმპტომები, დიარეა და პირღებინება აღენიშნებათ. ლია ლაზარაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტაციონარში 26 პაციენტი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა.
ცნობისათვის, თავდაპირველი ინფორმაციით, მოწამლულთა რაოდენობა გორში 50 იყო. არასრულწლოვანი პაციენტები სამედიცინო ცენტრ “იავნანაში” გუშინ საღამოდან თვითდინებით შევიდნენ.