ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დონალდ ტრამპი უილტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელში წერს, რომ ის უილტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს.

“თავს კარგად ვგრძნობ, კოვიდის არ შეგეშინდეთ. ნუ მისცემთ მას უფლებას, თქვენს ცხოვრებას დაეპატრონოს. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ”, – წერს ტრამპი.

შეგახსენბთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელინა ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა.

ცნობისთვის, Fox News-თან ინტერვიუს დროს, თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, მარკ მიდოუსმა პრეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ტრამპს პარასკევ დილით ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა. თუმცა, ახლა ცხელება არ აქვს.

იტვირთბა....