ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, კორონავირუსისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი განიკურნა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებულმა 71 წლის კაცმა და 75 წლის ქალმა კლინიკა უკვე დატოვა.

ინფორმაციისთვის, ,,კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. დღემდე კლინიკაში ვირუსი 85-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 72 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 4619-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 54 ადამიანი.

იტვირთბა....