მთავარი ციტატა

“მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი” – რომან გოცირიძე

,,მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი – ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა”. 

რომან გოცირიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე. 

ამის შესახებ მან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც გოცირიძემ განაცხადა, იპოდრომის აღდგენის გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარაა.

შეგახსენბთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

 

იტვირთბა....