ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი ცენტრალური პარკი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი იქნება” – მარიამ ქვრივიშვილი

“ჩვენი ცენტრალური პარკი… ეს იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი რეკრეაციული და ეკო ტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტის საკითხს.

აღნიშნული განცხადება მარიამ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გამოაქვეყნა.

„ჩვენი ცენტრალური პარკი… ეს იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი რეკრეაციული და ეკო ტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით.

ძალიან ღირებული დანამატია ჩვენი ინდუსტრიისთვის და რა თქმა უნდა, უმთავრესად ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბის კეთილმოწყობილი, თანამედროვე, რეკრეაციული ზონის შექმნა ქალაქის შუაგულში.

ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს.

იპოდრომის ტერიტორია ფონდმა „ქართუ“ თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. პარკის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს რის შედეგადაც ასეთი ცენტრალური პარკი გვექნება“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

შეგახსენბთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

იტვირთბა....