aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

“თუ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებას, ბუნებრივად დგება კოალიციის ფორმირების საკითხი” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თუ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებას, ბუნებრივად დგება კოალიციის ფორმირების საკითხი.

როგორც ხუხაშვილი აღიშნავს, საჭიროა იმ ტიპის უნივერსალური ფორმულის მოფიქრება, რომელიც მათ ამბიციებსაც დააკმაყოფილებს და სახელმწიფოებრივადაც სწორი იქნება

“ჩვენი ამბიციური პოლიტიკური ელიტის ხელში ეს არ იქნება მარტივი პროცესი და ყველა ეცდება თავისი შაურიანი დოლარად გაყიდოს.

ამიტომ, საჭიროა იმ ტიპის უნივერსალური ფორმულის მოფიქრება, რომელიც მათ ამბიციებსაც დააკმაყოფილებს და სახელმწიფოებრივადაც სწორი იქნება

წინადადება:

1. პრემიერი როტაციული პრინციპით
2. მინისტრთა კაბინეტი კვოტირების პრინციპით, პარტიების საარჩევნო წონის შესაბამისად.

კოალიციის ოთხი ძირითადი სუბიექტის პრემიერი როტაციით თითო წელი. პარტიული წონა კი განისაზღვრება მინისტრების რაოდენობით.

თუ მეტი სუბიექტი იქნა, ქვედა სიას ვიცე-პრემიერი ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი.
ამ სისტემას სახელმწიფოებრივადაც სერიოზული უპირატესობები აქვს:

1. გამოირიცხება ძალაუფლების უზურპაციის რისკები.
2. გამოირიცხება პარტიული კორუფციის რისკები.
3. პარტიები ისწავლიან საერთო-სახელმწიფოებრივ ამოცანებზე ზრუნვას”, – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....