ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს, თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდება მიულოცა.

თალაკვაძემ სოცილურ ქსელში პოსტი გამოავქეყნა და პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

„ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას.

გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

იტვირთბა....