“ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა გამონახოს. საკითხის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს.”
იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს გენერალური მდივანი
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ყარაბაღში მიმდინარე საობარ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.