გორშიმ კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge- ავრცელებს.
მოწამვლის სიმპტომებით მოზარდები სამედიცინო ცენტრ “იავნანაში” არიან მოთავსებული.
„მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება“ – აცხადებს ,,იავნანას” ექიმი.
ბავშვების მოწამვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.კომბინატში მცხოვრები მოსახლეობა წყალს ორი დღეა სუპერმარკეტებში ყიდულობს.
ცნობისთვის, თავდაპირველად კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით 50-მე ბავშვი შეიყვანეს, მოგვიანებით მათი რაოდენობა გაიზარდა.