ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის კლინიკაში 50-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით მოათავსეს

გორში კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს.

როგორც კლინიკა “იავნანაში” განაცხადეს,  პაციენტებს ძირითადად ერთი და იმავე ჩივილები  – გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი აღენიშნებათ.

“ამჟამად პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 16 პაციენტი, ხოლო 23 პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში აღმოვუჩინეთ დახმარება და გაწერილი არიან ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში”, – აცხადებენ კლინიკაში.

ბავშვების მოწამვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.კომბინატში მცხოვრები მოსახლეობა წყალს ორი დღეა სუპერმარკეტებში ყიდულობს.

 

 

იტვირთბა....