თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს.
აქციაზე შეკრებილები პარტიის 100 ათასი ლარით დაჯარიმებას აპროტესტებდნენ და ჯარიმის ჩამოწერას მოითხოვდნენ.
ისინი განცხადებისა და ხელმოწერების დასატოვებლად დედაქალაქის მერიაის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესცენტრის მიერ გავრცელებული პირდაპირი ჩართვის ვიდეოდან ჩანს, მერიის დაცვის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ყველას ვერ შეუშვებენ შენობაში.
შსს-ის ცნობით, მომხარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.