„ჩემი პირადი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი ჩატარდეს მაყურებლის გარეშე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, UEFA-მ გადაწყვეტილების უფლება ქვეყნებს დაუტოვა.
„ჩემი პირადი რეკომენდაციაა ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. UEFA-მ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე, ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მატჩი 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.