ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სასჯელაღსრულება

ბათუმის ციხე ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის  N3 საპატიმროს თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ.

აღნიშნულის მიზეზი აჭარაში გამწვავებული ეპიდსიტუაციაა.

„დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები“ – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....