“არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერ, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაერეკოს, ყველას აგენტებს უგზავნის, ევედრება და მუხლებზე უჩოქებს. მისი ყოველი ნაბიჯი პროვოკაციული იყო. მისი ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და რა გგონია ამას შევეგუებით? ახლა ჩვენ ვაჩვენებთ მათ , ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი სამხედროები მათ ძაღლებივით მიერეკებიან! აზერბაიჯანის დროშა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრიალებს! მათი სამხედრო პოსტები ჩვენი დაქვემდებარების ქვეშაა! ჩვენ მათ იარაღებსა და ტანკებს დავეუფლეთ”
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
პრეზიდენტის ვიდეომიმართვიდან
შეგახსენებთ, ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. სამშვიდობო მოლაპარაკებებში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც არიან ჩართულები.