ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოთა არველაძის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია

საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შოთა არველაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს. იგი გულშემატკივრებს მადლობას უხდის გამხნევებისთვის და ინფიცირებულ პაციენტებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ” – წერს შოთა არველაძე.

ცნობისთვის, შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა.

იტვირთბა....