ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ძალიან დადებითად – 7%; მეტნაკლებად დადებითად – 30%; მეტნაკლებად უარყოფითად – 23%; ძალიან უარყოფითად – 35%.
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +-2,5%-ია.