ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას – IPSOS კვლევა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 24.5% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 17.4%  – “ნაციონალურ მოძრაობას” და “გაერთიანებულ ოპოზიციას,” “ევროპულ საქართველოს” კი 6.9%.

მოსახლეობის 3.6% “ლელოს” მისცემდა ხმას, 3.4% “სტრატეგია აღმაშენებლს”, 1.9% “ლეიბორისტულ პარტიას”, 1.8% “გირჩს”, 1.7% “პატრიოტთა ალიანსს”, “ერთიან საქართველოს” 1.0%, “მოქალაქეებს” 1.0%, სხვა პარტიებს 3.8%.

რომელ პარტიას მისცემდა ხმას, არ იცის გამოკითხულთა 19%-მა, კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი 14% ამბობს უარს.

IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

იტვირთბა....