ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში ხვალ დაბრუნდება” – ტრამპის პირადი ექიმი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სამხედრო ჰოსპიტალიდან თეთრ სახლში, სავარაუდოდ, ხვალ დაბრუნდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპის პირადი ექიმი აცხადებს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ინფიცირებამ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. ამერიკელების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ამის შესახებ საჯაროდ საუბრობენ.

”პარასკევ დილის შემდეგ მას სიცხე არ ჰქონია, ხოლო სასიცოცხლო ნიშნები სტაბილურია” – განაცხადა დონალდ ტრამპის პირადმა ექიმმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

იტვირთბა....