The Wall Street Journal-ისა და NBC-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, პირველი სატელევიზიო დებატების შემდეგ, “დემოკრატიული პარტიის” აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 6 ერთეულით გაიზარდა.
ამ დროისათვის, ჯო ბაიდენი აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 14%-ით უსწრებს. ამერიკელთა 53% მხარს ჯო ბაიდენს უჭერს. “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 39% აძლევს ხმას.
გამოკითხვა 800 რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის ჩატარდა.
ცნობისათვის, აშშ-ში საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.