მოძრაობა „შემახე ამნისტია“ საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე საყოველთაო ამნისტიის დამტკიცებაა.
როგორც აქზის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, აქციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამნისტიის გამოცემას არჩევნების შემდეგ დაჰპირდა, თუმცა მათ ამ დანაპირების არ სჯერათ.
“დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება პერმანენტული აქციები. ამ აქციების მთავარი აზრია, რომ საკანონმდებლო ორგანომ არჩევნებამდე გამოსცეს ამნისტია. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გარკვეული შეხვედრები უკვე შედგა, მაგალითად, არჩილ თალაკვაძე შეხვდა მოშიმშილე დედებს, თუმცა ის დაპირდა ამნისტიის მიღებას ახალი არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ გვჯერა ამ დანაპირების. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსები არიან ორიენტირებულები, რომ ხმა მისცენ ამომრჩევლებმა და შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მიიღონ საყოველთაო ამინისტია, რომელიც ეხება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებს. ჩვენ პრიცნიპულები ვართ და ვიბრძოლებთ , ვიდრე ამინისტია არ იქნება დამტკიცებული“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.