ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არ დაჭრილა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არ დაჭრილა. – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის პრესმდივანი ვაგრამ პოღოსიანი ავრცელებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის პერსმდივანმა, აზერბაიჯანის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოდა, პრეზიდენტი დაიჭრა დეზინფორმაცია უწოდა.

„ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა. პრეზიდენტი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, ის სრულყოფილად ასრულებს თავის მოვალეობებს. ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. გვესმის, რომ პრეზიდენტის წინდახედული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში პანიკას იწვევს, მაგრამ ისინი უნდა დავამწუხროთ“, – განაცხადა პოღოსიანმა.

შეგახსებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწემ დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა.

ინფორმაციისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა  საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.

იტვირთბა....