“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ჯერ ამ პროცესს მართავს”, – ამის შესახებ განცხადება საქარტველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც პრემიერმინისტრმა მედიასთან აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ გაცემული რეგულაციები დაიცვან.
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ ამ პროცესს ვმართავთ და მთავარი არის, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად დავიცავთ დისციპლინას და წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქარველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 8118-მდე გაიზარდა. ხოლო კორონავირისისგან გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4244-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 50 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.