საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 8118-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლადა.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირისისგან გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4244-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 50 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.