კორონავირუსით გარდაცვლილი 90 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.
კლინიკის ინფორმაციით, 50-ე გარდაცვლილი პაციენტი კოვიდ 19-ის დიაგნოზით კლინიკაში სამკურნალოდ 22 სექტემბერს შევიდა. მათივე ცნობით, პაციენტს თანმხლები დაავადები აღენიშნებოდა.
აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით კი კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
” 1 პაციენტი 90 წლის კაცი გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020 შეიყვანა.
დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 03.09.2020″,- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, დღეს საქარველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 8118-მდე გაიზარდა.
ხოლო კორონავირისისგან გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4244-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 50 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.