ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავღანეთში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას “Reuters”-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ გამომცემლობასთან პროვინციის გუბერნატორი, ათაულა ხუგიანი აცხადებს,  არ არის გამორიცხული, დაღუპულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან, აფეთქების შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი.

გუბერნატორის თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში თალიბებმა ქვეყანაში 650 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 69 და დაშავდა 141 მშვიდობიანი მოქალაქე.

ცნობისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თარიქ არიანმა მომხდარში „თალიბანი“ დაადანაშაულა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რისი მიზანიც ქვეყანაში ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაა.

იტვირთბა....