“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა „ტერორისტები და თურქები რეგიონს დატოვებენ,“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა “ტვიტერში” დაწერა.
„მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როცა ტერორისტები და თურქები თავიანთი მიზნებიანად დატოვებენ ჩვენს რეგიონს. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, სიცოცხლის სურვილი აქვს,“- წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.