ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მე ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში“- მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ექნება განცდა, რომ ნანუკა მათია!” – ჟორჟოლიანი

ვანის, წყალტუბოს, ხონის და სამდრედიის მაჟორიტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს.

როგორც ენმ-ს მაჟორიტატობის კანდიდატის პოსტში ვკითხულობთ, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხალხის გვერდით იქნება.

“ესეც ასე… ჩემი მთავარი პირობაა რომ მე არ ვიქნები სტანდარტული პოლიტიკოსი!
ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში!

რაც ნიშნავს იმას რომ ვიქნები წყალტუბოელების, სამტრედიელების, ვანელების და ხონელების ხმა პარლამენტში.

არასოდეს გეტყვით ტყუილს და ჩემი რაიონის მოსახლეობა მნახავს არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ მაშინ, როცა მათი პრობლემა გადასაჭრელი იქნება.

4 წელს დავხარჯავ არა ჩხუბში და საქმეების რჩევაში, არამედ იმაში რომ ყველამ იცოდეს ის, 161 სოფელი რომელიც გულს და ხმას მანდობს.

„მე ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში“- ნიშნავს რომ საკუთარ პრობლემებთან მყოფ ადამიანებს არ ექნებათ მარტოობის და უმწეობის განცდა!

„მე ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში“- ნიშნავს რომ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ექნება განცდა რომ ნანუკა მათია!

როცა გადაცემაში ადამიანები გვწერდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ, ჩვენ არასოდეს ვეკითხებოდით ვისი ამომრჩევლები იყვნენ ისინი. ჩვენ ვკითხულობდით რა უჭირდათ და ასე იქნება ახლაც.

ჩემთვის მთავარი მხოლოდ ადამიანების პრობლემები იქნება! არ იარსებებს იმისიანი, ამისიანი!
ჩემი მთავარი პირობაა რომ მე , ვიქნები ნანუკა პოლიტიკაში! ეს ნიშნავს იმას რომ ვიქნები ლეილა, ზაური, გია, ნათელა, ჩემ რაიონებში მცხოვრები თითოეული ადამიანი პარლამენტში!

პ.ს. ძალიან ბედნიერი ვარ! ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება! ” – წერს ნანუკა ჟორჯოლიანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....