ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანის არმიაში მსხვერპლის რაოდენობა უკვე 3000-ს აღემატება” – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

“აზერბაიჯანის არმიაში მსხვერპლის რაოდენობა უკვე 3000-ს აღემატება”, – აღნიშნულ ინფორმაციას სომხურია მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის “ფეისბუქ” გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია სადაზვერვო მონაცემების მიხედვით აქვს.

ასევე, მისივე განცხადებით, მთიან ყარაბაღში მთელი ღამის განნავლობაში „სასტიკი ბრძოლები“ მიმდინარეობდა.

”ცხედრების უმეტესი ნაწილი ნეიტრალურ ზონაშია და მათი იქიდან გამოსაყვანად პრაქტიკულად არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული”, – წერს ჰოვანისიანი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....