მთავარი ციტატა

“ღვთის ნებით, ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება” – ერდოღანი

“თურქეთი იყო და იქნება აზერბაიჯანის გვერდით. ღვთის ნებით, ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება. სომხეთმა ბოლო პროვოკაციის დროს მოულოდნელი პასუხი მიიღო. აზერბაიჯანმა საპასუხო ოპერაცია დაიწყო. თურქეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს მეგობრულ აზერბაიჯანს.”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....