aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არც მე მომწონს არც ერთი პარტიის სია” – ნიკა გვარამია პარტიების საარჩევნო სიებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არცერთი პარტიის საარჩევნო სია არ მოსწონს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს.

“მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არც ერთი პარტიის სია. მაგრამ, ენდეთ ჩემს 17 წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლიდერებზე და პერსონებზე ორეიენტირებულად რჩება დღემდე და დარჩება კიდევ დიდ ხანს (ათწლეულები მინიმუმ), როგორც დაბალი პარტიული კულტურის, სამხრეთულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას “შეშვენის”.

ასე რომ, დაიკიდეთ და ნუ აცდებით მთავარ მიზანს – ბიძინაა დასამარცხებელი (და არა მისი სია) და ქვეყანააა გასათავისუფლებელი.

ps ერთადერთხელ ვიყავი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და მეასე ნომრით შევედი პარლამენტში. მეგობრები ხუმრობით (ზოგი დაცინვით) “სოტოვის” მეძახდნენ”, – წერს გვარამია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სრული სია ცნობილია. 

იტვირთბა....