ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გარდაცხვლილი მამაკაცი ექსპერტიზის ბიუროში იდენტიფიცირებისთვის უკვე გადასვენეს.

ამ დრომდე გრძელდება  გაუჩინარებულ არასრულწოვანს ძებნა, რომელიც დედ-მამასთან ერთად მეწყერში მოჰყვა.

ამასთან, მეწყერის ზონაში მაშველებმა ცოტახნის წინ ქალის ცხედარი იპოვეს. ასევე ნაპოვნია მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა და ორი მამაკაცის ცხედარი.

შეგახსებთ, გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეების ხიდთან, ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

ცნობისთვის, ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....