სირიელი დაქირავებული მებროძოლი, აბდულა (სახელი შეცვლიალია) BBC-ის არაბულ რედაქციას უყვება, თუ როგორ აღმოჩნდა ის ყარაბაღში. სირიელი მებრძოლი ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტს, რომელსაც მესენჯერის საშუალებით დაუკავშირდა უყვება, რომ მან არ იცოდა, საბრძოლველად თუ მიდიოდა.
როგორც აღნიშნული რედაქცია იუწყება, აბდულა იმ ასობით სირიელს შორისაა, რომლებიც წინა ოთხშაბათს სირიის ჩრდილოეთიდან აზერბაიჯანში გადავიდნენ, რათა აზერბაიჯანის ჯარის მხარეს ებრძოლათ. აბდულა ყვება, რომ მას ხელფასის სახით 2000 აშშ დოლარს სთავაზობდნენ და ის ოჯახის საჭიროებების გამო დათანხმდა, მაგრამ არ იცოდა, რა ელოდა.
ასევე, აბდულა ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ოპოზიციური ქვედანაყოფის – სირიის ეროვნული ბანაკის – „ჰამაზა“–ს მეთაური საიდ აბუ ბაქარი ამბობდა, რომ აზერბაიჯანში სამხედრო ობიექტებთან უნდა განეხორციელებინათ პატრულირება. აბდულას თქმით, სირიიდან გამოსვლისას მათ ჩამოართვეს ფული, ტელეფონები და ტანსაცმელი, რათა პიროვნებების იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. აბდულამ მოგვიანებით შეძლო საკუთარი ტელეფონის დაბრუნება რათა ოჯახს დაკავშირებოდა. ის არ არის დარწმუნებული, რომ ოჯახის წევრებს კიდევ ნახავს.
ამასთან, როგორც სირიელი დაქირავებული მებრძოლი, ბი-ბი-სი-ის რედაქციასთან აღნიშნავს, ისინი გადაიყვანეს თურქეთის სამხრეთით მდებარე „აინტაპის“ აეროპორტში, საიდანაც გადავიდნენ სტამბოლში, შემდეგ, აზერბაიჯანის ავიაგზებით – აზერბაიჯანში და პირდაპირ წაიყვანეს საზღვარზე. იმ დროისთვის ომი ჯერ დაწყებული არიყო, ხოლო მათ სპეციალური გადამზადებაც არ გაუვლიათ.
მისივე თქმით, ისინი სირიიდან ჯერ თურქეთში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავებით წაიყვანეს აზერბაიჯანში. ჩასვლისთანავე მათ აზერბაიჯანული სამხედრო ფორმა ჩააცვეს და კალაშნიკოვის ავტომატები დაურიგეს. აბდულას თქმით, როდესაც ავტომობილი გაჩერდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ცეცხლის ხაზთან იყვნენ და არც კი იცოდნენ, სად იყო მტერი. ერთმა ახალგაზრდამ ტირილი დაიწყო, ამბობდა, რომ სახლში დაბრუნება უნდოდა, რა დროსაც ჭურვი აფეთქდა და 4 სირიელი დაიღუპა, ხოლო 3 – დაიჭრა.
როგორც თავად ბი-ბი-სი-ის ჟურნალისტი განმარტავს, მხოლოდ მათთან 10 სირიელის გვამია, კიდევ 17 დაჭრილია, თუმცა საჭირო სამედიცინო დახმარებას არავინ უწევს.
როგორც აბდულა ჟურნალისტთან ყვება, მათ მეთაურთან დაკავშირება სცადეს, რათა სახლში დაბრუნება მოეთხოვათ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაემუქრნენ, რომ დიდი ხნით ჩასვამდნენ ციხეში, თუ წინა ხაზზე არ იბრძოლებდნენ.
ინფორმაციისთვის, ყარაბაღში აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ დაქირავებული სირიელი მებრძოლების შესახებ სხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებებიც წერენ, მათ შორის L’Express, Guardian, Times და Reuters.”

