აზერბაიჯანმა თვითაღიარებული რესპუბლიკის, ყაბარაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.
როგორც არცრუნ ოვანისიანი ამბობს, აზერბაიჯანი ყარაბაღში კასეტურ ბომბებს იყენებს.
“სტეპანაკერტში ბევრი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულები. დაშავდა სამაშველო სამსახური”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.