ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქვემო ქართლში ინტერნეტის კაბელები დააზიანეს, რომლითაც ინტერნეტი სომხეთსაც მიეწოდებოდა – შსს

ქვემო ქართლში ორ სხვადასხვა ადგილზე დააზიანეს ინტერნეტის კაბელები, რომლითაც ინტერნეტი სომხეთსაც მიეწოდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....