ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით უკვე მიმართა.
თამუნა შალვაშვილის თქმით, მისთვის სასამართლოში მისვლა სტრესული იქნება და ამასთან, არ სურს, ნახოს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები. თამუნა შალვაშვილი დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.
აღნიშნული წერილის შემდეგ, ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან მოხსნა.