ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოქალაქეებმა წესები მკაცრად უნდა დაიცვან. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნნე, რადგაან მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ დასჭირდეს.

“მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ დავაწესოთ. სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი,’- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.

 

იტვირთბა....