ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა ამ პროცესმა ფასების ზრდაც გამოიწვიოს
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 % პროცენტს შეადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ კველავას აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5% პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.5% -ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის პროცენტი 5826 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8587 ადამიანს გაუძვირდება“. – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსს გივი ადეიშვილს.
„რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნიშნავს ეკონომიკისთვის ეროვნული ვალუტის გაძვირებას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, იწვევს ფულის მასის შემცირებას ეკონომიკაში, ვინაიდან „ეკონომიკურ აგენტებს“ უფრო ძვირი უჯდებათ ფულადი რესურსების მობილიზება.“
ჩვენ შეკითხვაზე გავლენას იქონიებს თუ არა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე. ადეიშვილმა განაცხადა: „გაცვლით კურსზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ფულის მასის რაოდენობა. რადგან რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამცირებს ფულის მაისის შემცირებას ეკონომიკაში, ეს დადებითად მოქმედებს გაცვლით კურსზე, მაგრამ გადაჭრით იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს არასწორია, თუმცა დადებითი გავლენა ნამდვილად ექნება.“
ექსპერტთა ვარაუდით, არ არის გამორიცხული ამ პროცესმა ფასების ზრდაც გამოიწვიოს.
გამოიწვევს თუ არა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის გამყარებას, ამას დრო გვიჩვენებს, ფაქტი ერთია, ადამიანებს სესხი გაუძვირდათ.
მარიამ ვარადაშვილი