საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, 44-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
2 ოქტომბერს ქვეყანაში ვირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.