5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 58 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ, დაკავებულია.
მამაკაცს გუშინ 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ ის სამართალდამცავებს მიემალა.
სამართალდამცველები 58 წლის კაცს 10 საათზე მეტხანს ეძებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის კაცმა 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.