ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეწყერი ხელვაჩაურში – წაღებულია სახლი და ეძებენ დაკარგულ ადამიანებს

სერიოზული სტიქიური მოვლენები განვითარდა ხელვაჩაურში. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასის გამო გადაადგილება ვერ ხერხდება.

სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. ამ ეტაპზე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით ეხმარებიან მოქალაქეებს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

 

იტვირთბა....