საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს “გაზპრომთან” დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხი აქტუალური გახდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში “გაზპრომის” შემოსვლით, შესაძლოა მეზობელ აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაცივდეს. ბოლო დროს აზერბაიჯანი გააქტიურებაც შესაძლოა ამას მივაწეროთ.
ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.