ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი.
„ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შეთანხმების მიღწევას ერთ სესიაზე შევძლებდით. არავის ჰქონდა ასეთი მოლოდინი“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაეილ ბაგაიმ.
მისი თქმით, თეირანი დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

