ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე” – ერდოღანი

„ყველაფრის გადადება და თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომ ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე. დაე, ალაჰი იყოს ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მფარველი!”

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....