ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მერამდენე ცდაა, კიდევ ვერ დაკიდეს დროშა…” – გოგი წულაია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოქალაქეებს დილით დროშა აღარ დახვდათ. მეექვსე მცდელობის შემდეგ დაკიდული დროშა ქარმა წაიღო. ამ ფაქტს კლინიკიდან გოგი წულაია  ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

“მერამდენე ცდაა კიდევ ვერ დაკიდეს დროშა ამ შობელ…” – წერს წულაია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დროშის აღმართვას ქუთაისის მერია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა. 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მე-6 ცდაზე სამუშაოები შპს “ნიუ იბერიამ” შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.

ცნობისთვის, გოგი წულაია კლინიკას დღეს დატოვებს.

იტვირთბა....