ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაშინ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე და ცხელ გულზე დავადე ნაციონალებს ხელი” – ბარბარე რაფალიანცის დედა

8 წლის შემდეგ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედა ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მისი შვილის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა”.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” შვილის მკვლელობაში ცხელ გულზე დაადანაშაულა.

“8 წელი შესრულდა დღეს რაც შვილი წამართვეს. 8 წლის მანძილზე ველოდებოდი რომ გამოიძიებდა ეს მთავრობა, ვთხოვდი, ძალას არ ვიშურებდი, რამდენჯერ ჩავედი, ყველანაირად ვეცადე მიმეწვდინა ჩემი ხმა. რას და ვის შესწირეს ჩემი შვილი ხომ მაქვს უფლება ვიცოდე? პოლიტიკურია თუ არ არის პოლიტიკური მაგის გამოძიებასაც ვითხოვდი.

მაშინ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი რომ ვითომ გვერდში მედგნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ. ბევრჯერ ვითხოვე ბერიკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ძაღლადაც არ ჩამაგდეს და პასუხი არ გამცეს… მე მაშინ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე და ცხელ გულზე დავადე ნაციონალებს ხელი, მაგრამ თუ “ნაციონალების” გაკეთებული იყო, “ოცნება” ხომ მოვიდა? რატომ არ გამოიძიეს? ჩემი შვილი შეეწირა 2012 წლის არჩევნებს და ამ არჩევნებით მოვიდა ოცნება” – ამბობს ბარბარე რაფალიანცის დედა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.

იტვირთბა....