ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ ჩაერევა, კავკასია უზარმაზარ პრობლემად იქცევა”- სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებას „არმენრესი“ ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, ვითარების გამწვავების ფონზე, კავკასიის რეგიონი უზარმაზარი პრობლემა გახდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოება დროულად არ ჩაერევა.

„წარმოგიდგენიათ, თუკი კავკასია კიდევ ერთი სირია გახდება? საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი არ ჩაერევა ახლა, კავკასია ახალ უზარმაზარ პრობლემად იქცევა“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

სარქისიანის თქმით, საწიროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

„ბრძოლა გაგრძელდება. სომხები დაადასტურებენ, რომ ეს პრობლემა ძალით ვერ გადაიჭრება. სურთ თუ არა ეს მათ, უნდა დავბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ , – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

 

იტვირთბა....