aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ღირსი არაა სააკაშვილი” – სომხური გამოცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა სომხეთის მთავრობის ინიციატივით ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას. ამის შესახებ ონლაინ-პლატფორმა rns.online იუწყება. სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ესუ) სამეცნიერო საბჭოს უკვე მიმართა თხოვნით – მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვითო.

ამის მიზეზი კი ექს-პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი გახდა, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ “მთიანი ყარაბაღი სუვერენული აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის.” სომხეთის განათლების მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილმა მთიანი ყარაბაღის საკითხში ნათლად და მკაფიოდ გამოხატა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა, ის ღირსი არ არის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ატარებდეს.

იტვირთბა....